აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ივანიშვილს საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა კარგს არაფერს მოუტანს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ვრცელდება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვა, სადაც აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ინტერესების გაყიდვა კარგს არაფერს მოუტანს.

“გადაწყვეტილება, დაუწესდეს სანქციები მათ საქართველოში, ვისაც ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ. მნიშვნელოვანია, რომ იგივე პრინციპული გადაწყვეტილებები მიღებული იყოს ჩვენი პარტნიორების მიერ მსოფლიოში – ევროპელების, ამერიკელების და საერთოდ ყველას მიერ, ვინც აფასებს ერების დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას. საქართველოს ინტერესების პუტინისთვის მიყიდვა ივანიშვილს კარგს ვერაფერს მოუტანს”- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს, უკრაინამ, ზელენსკის ხელმოწერით, ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და თანამოაზრეებს სანქციები დაუწესა.

იტვირთბა....