ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სანქციების სიაში პირველ ადგილას უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი” – გალერი

“დროა საქართველოში სანქციები დაუწესდეს ყველას… სიაში პირველ ადგილას უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი “- წერს ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, მაიკლ გალერი X-ზე.

“დროა საქართველოში სანქციები დაუწესდეს ყველას, ვინც პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზეა პასუხისმგებელი. სიაში პირველ ადგილას უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი – ამ “რეორიენტაციის” ნათლიმამა. ევროკავშირის აღმასრულებელი ასევე კარგად უნდა დააკვირდეს პრეზიდენტ ზელენსკის სიას”- წერს მაიკლ გალერი X-ზე.

იტვირთბა....