აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა”- ნათია მეზვრიშვილი

სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს,რომ სახელმწიფო სტრუქტურებში მძიმე ვითარებაა.

“როგორც არ უნდა მოგაჩვენოთ თავი კობახიძემ, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა „ოცნების“ ქმედებების მიმართ. პოლიციაში ბევრი აპროტესტებს, რომ „ოცნებამ“ სისტემის სახელი ნიღბიან ბანდ-ფორმირებებს დაუკავშირა. პლუს, ფიზიკურად უჭირთ უკვე გაძლება. ზოგადად საჯარო სექტორშიც სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება. ამას ხედავენ „ოცნებაში“ და ეძებენ გზებს შეცდომა როგორ დაგვაშვებინონ.
ამიტომ, ახლა შეცდომების დაშვების დრო არ არის. პროტესტი უნდა გაგრძელდეს კიდევ უფრო მასშტაბურად, ყველა დიდ ქალაქში და მშვიდობიანად. სახელმწიფო სტრუქტურებში მყოფი ადამიანებისთვის ეს არის ერთგვარი სტიმული, რომ პოზიციები ხმამაღლა დააფიქსირონ.”- წერს ნათია მეზვრიშვილი.

იტვირთბა....