უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხელი მოაწერა ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების ბრძანებას.
“უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მისი 19 მოკავშირის წინააღმდეგ. ზუსტად მათ წინააღმდეგ, ვინც ყიდის საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას, ყველას მსოფლიოში, პრინციპულად იმოქმედონ”, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, სანქციები დაუწესდათ:
🔴 ბიძინა ივანიშვილს;
🔴 ირაკლი კობახიძეს;
🔴 გრიგოლ ლილუაშვილს;
🔴 კახა კალაძეს;
🔴 მიხეილ ჩინჩალაძეს;
🔴 მამუკა მდინარაძეს;
🔴 ვახტანგ გომელაურს;
🔴 ოთარ ფარცხალაძეს;
🔴 ირაკლი რუხაძეს;
🔴 ლევან მურუსიძეს;
🔴 ვიქტორ ჯაფარიძეს;
🔴 დიმიტრი სამხარაძეს;
🔴 გიორგი (გოგა) ხაინდრავას;
🔴 გიორგი კობახიძეს;
🔴 ზვიად შალამბერიძეს;
🔴 შალვა თადუმაძეს;
🔴 თეა წულუკიანს;
🔴 ირაკლი ქარსელაძეს;
🔴 კახა ბექაურს.