“ქართული ოცნების” ხელისუფლებას კიბერ ომი გამოუცხადეს. ჰაკერებისა და აქტივისტებისს საერთაშორისო მოძრაობა “ანონიმუსი” წერს, რომ ისინი ბოლომდე იდგებიან თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით.
განცხადებაში, რომელსაც ანონიმუსი ავრცელებს, წერია რომ ოცნების რეჟიმი არალეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოადგენს, ის არის მჩაგვრელი ძალა, რომელმაც ქართველ ხალხს უღალატა.
თქვენი მცდელობები, გააკონტროლოთ ხალხი შიშითა და ძალადობით, წარუმატებელი იქნება – წერია ვირტუალური საზოგადოების განცხადებაში, რომელიც ცნობილია სწორედ კიბერშეტევებით სხვადასხვა მთავრობების, სამთავრობო ინსტიტუტებისა, სამთავრობო უწყებებისა და კორპორაციების წინააღმდეგ.