ჯგუფ “დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა. ამის შესახებ მან ჯგუფში თავად დაწერა.
„ჩემთან პოლიციაა მოსული“, – დაწერა ილია ღლონტმა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს ნიკა გვარამიაც. იქამდე კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებულია “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი გელა ხასაიაც, ასევე, პარტია “ლელოს” 2 წევრი. ასევე, ცოტა ხნის წინ დააკავეს “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.
გარდა ამისა, შსს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისსა და ჯგუფის “დაიტოვე” ადმინისტრატორის სახლში შევიდა, ძირითადად ამოღებულია ციფრული აპარატურა.