აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე იქნება დაცული“ – ირაკლი კობახიძე

“ეს არის ბოლო და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ას­რუ­ლე­ბენ ყვე­ლა­ფე­რი არის კონ­ტრო­ლის ქვეშ, “ნაც­მა­ი­და­ნი“ ჩა­ვარ­და და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი“, – ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

კო­ბა­ხი­ძე მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, რომ ეს “სის­ტე­მუ­რი უხე­ში ძა­ლა­დო­ბა“ სა­ერ­თა­შო­რი­სო სუ­ბი­ექ­ტებს არ და­უგ­მი­ათ.

“ჩა­ვარ­დნი­ლი “ნაც­მა­იდ­ნის“ შემ­დეგ, ვხე­დავთ, რომ გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი, ძა­ლა­დობ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი არი­ან გა­და­სუ­ლი იმა­ზე, რომ რა­მე­ნა­ი­რად მცი­რე­დით მა­ინც და­ა­ზი­ა­ნონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი, მათ შო­რის [მი­ა­ყე­ნონ] გარ­კვე­უ­ლი ზი­ა­ნი ბიზ­ნე­სის საქ­მი­ა­ნო­ბას და ა.შ. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ეს მცდე­ლო­ბე­ბიც არის გან­წი­რუ­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის, ეს არის ბოლო და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ას­რუ­ლე­ბენ ყვე­ლა­ფე­რი არის კონ­ტრო­ლის ქვეშ, “ნაც­მა­ი­და­ნი“ ჩა­ვარ­და და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი.
კი­დევ ერთხელ მინ­და გა­მოვ­თქვა ჩემი მწუ­ხა­რე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით,რომ ეს სის­ტე­მუ­რი უხე­ში ძა­ლა­დო­ბა, რა­საც ჩვენ ვხე­დავთ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უგ­მი­ათ შე­სა­ბა­მის სუ­ბი­ექ­ტებს, ვგუ­ლის­ხმობ, რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სუ­ბი­ექ­ტებს. ძა­ლა­დო­ბის არა­ვი­თა­რი დაგ­მო­ბა, რა თქმა უნდა, არ შეშ­ვე­ნის არც ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნელ კონ­კრე­ტულ დიპ­ლო­მა­ტებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, ბი­უ­როკ­რა­ტებს და არც აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ შე­სა­ბა­მის დიპ­ლო­მა­ტებს, პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ბი­უ­როკ­რა­ტებს. იმე­დი გვაქვს, რომ ასეთ დაგ­მო­ბას მო­მა­ვალ­ში მა­ინც ვი­ხი­ლავთ. რა თქმა უნდა, არ დაგ­მო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან გა­ნი­ხი­ლე­ბა,რო­გორც “მწვა­ნე შუქი“ ძა­ლა­დო­ბა­ზე, რაც რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი – ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან. მთავ­რო­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. რამ­დე­ნი­მე დღეა თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა.

იტვირთბა....