“28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც დეტალურად იყო ახსნილი, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციას.
ჩვენ გვაქვს ხელი მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც არის ე.წ. გზამკვლევი და რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს.
ასევე, ითქვა ის, რომ ჩვენ არ გვინდა ყოველთვის ვიყოთ შანტაჟის ქვეშ და ამჯერად, როგორც წინა შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსი იყო შანტაჟის იარაღი. ახლა კი, შანტაჟის იარაღად გამოიყენება მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი.
დღეს არ დარჩა ქვეყანაში ადამიანი, ვინც ვერ გაიგო რეალობა. შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ისე ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეებში, ყოველდღიურად ვაკეთებთ ამ საკითხის გარშემო ახსნა-განმარტებას.
ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, რომელსაც აქვს უდიდესი კულტურა, ტრადიციები, წარსული, რითაც ვამაყობთ და ამით ვართ საინტერესო ევროპული ოჯახისთვის.
კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ევროპის ზოგიერთი მაღალჩინოსნის და ევროპარლამენტარის მხრიდან ვხედავთ, თუ როგორ აშანტაჟებენ ქვეყანას.
კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, დადეთ მოლაპარაკებების
გახსნის საკითხი და საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დღესვე მოაწეროს ხელი.
ევროპა მხოლოდ სიტყვები არ არის. რა არის ის ძირითადი პრინციპები და
ღირებულებები, რაზეც ევროპაა დაფუძნებული? პირველ რიგში, ესაა მშვიდობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებების დაცულობა, რაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა, პირველ რიგში, საქართველოში უნდა ვიცხოვროთ ევროპულად და დავიცვათ ეს ღირებულებები”. – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას
იტვირთბა....