რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი თედო ქვაჩახია დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რუსთველის გამზირზე აქცია გრძელდება, საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ გაზის კაფსულებს. მანამდე, არაერთხელ გაუშვეს წყლის ჭავლი.