ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქალი, რომელმაც გუშინ აქციაზე სპეცრაზმელების კორდონი გაარღვია, სასამართლომ 2600 ლარით დააჯარიმა

ნანა ტომარაძე, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 600 ლარი დააკისრა.

“ის გახლავთ მარტოხელა დედა, ჰყავს 11 წლის შვილი და მასზე ნერვიულობს. როცა განვუმარტე, რომ შესაძლოა, ჯარიმა გამოუწერონ, ძალიან განერვიულდა. ამბობს, რომ არ აქვს საშუალება, რომ ჯარიმა გადაიხადოს”, – განაცხადა ნანა ტომარაძის ადვოკატმა.

იტვირთბა....