ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება

ჩვენ საქართველოს ქალები და დედები პოლიციას ვთხოვთ პასუხს ჩვენი შვილების მხეცური დარბევისათვის, – 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან აქციები გაიმართება.

“ჩვენ პასუხს ვთხოვთ პოლიციელებს, რომლებმაც ფიცი ერის წინაშე დადეს, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების გარანტი უნდა იყვნენ, რომლებსაც პირადად ვიცნობთ, რომელთა ოჯახებსაც ისევე სჭირდებათ ევროპული მომავალი, როგორც აქციებზე მებრძოლებს. ჩვენ არაფერს ველით იმ ნიღბიან, უნომრო, ოლიგარქის მონა “ხარებას” ხუნტის წევრებისგან, რომლებიც კრიმინალები არიან და პატივს არ სცემენ კანონს და კონსტიტუციას.

მოვუწოდოთ უწყებაში დასაქმებულ ყველა პოლიციელს, თუ ისინი არიან ქართველები, თუ ისინი არიან კაცები და აქვთ ღირსები ნატამალი, წინ აღუდგნენ ჩვენი და ჩვენი შვილების, მწამებლებს, შეასრულონ ფიცი და დაგვიცვან უნომრო ბანდიტებისგან!

4 დეკემბერს 15:00 საათზე მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა თვითორგანიზებულად ვიკრიბებით რაიონულ ცენტრებში არსებულ პოლიციის შენობებთან!

თბილისში ვიკრიბებით:

1. ძველი თბილისის მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, თაბუკაშვილის ქ. №27
2. დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. №16
3. გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. №19ბ
4. ისანი–სამგორის მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, ჯავახეთის ქ. №1.
5. ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველო. მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68/ს. ჩიქოვანის ქუჩა №2.” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....