მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილის პასუხისმგებლობაა დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში”- ზურაბიშვილი

“ივანიშვილის პასუხისმგებლობაა დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში… ჩემი პასუხისმგებლობაა ავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი. მისი [ბიძინა ივანიშვილის] პასუხისმგებლობა არის, რომ დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს. ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას,” – განაცხადა პრეზიდენტმა. 

იტვირთბა....