“არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. ეგ თემა ბუნებაში არ არსებობს”- აცხადებს “მთავარ არხთან” “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა.
“თუ შინაურულად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ ოფიციალურად მეკითხები, არ დაუტოვებია არაფერი, თუ პროვოკაციის მიზნით მეკითხები, კიდევ გეუბნები, არ დაუტოვებია არაფერი. ანუ სამივე შემთხვევაში არა… ნუ მოიგონეთ რაღაც, ხარაშო, კაი. არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. ეგ თემა ბუნებაში არ არსებობს”- განაცხადა გია ვოლსკიმ.