საქართველოს მასშტაბით პიროტექნიკის მაღაზიები დაიხურა. ობიექტებში, რომლებიც პიროტექნიკით ვაჭრობდნენ, შემოსავლების სამსახური, გუშინ, შევიდა და აღწერა დაიწყო. ფეიერვერკები ამოიღეს იმ მაღაზიებიდანაც, სადაც ის დამატებითი პროდუქციის სახით იყო წარმოდგენილი. შეიზღუდა პიროტექნიკის იმპორტიც.
მაღაზიების მენეჯერებისა და გამყიდველების თქმით, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეს შეზღუდვა მანამდე გაგრძელდება, სანამ ქვეყანაში საპროტესტო აქციები იქნება, შემდეგ კი პიროტექნიკის გაყიდვა კვლავ დაშვებული გახდება.
ასევე, “მთავარი არხის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დროისთვის, იმ ადამიანების სიას აგროვებს, ვისაც საზღვარზე გადმოაქვს და ყიდის ისეთ ეკიპირებას, როგორებიცაა აირწინაღები, ჩაფხუტები და ა.შ.