პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ამბობს, რომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ნიღბიანი პირები შსს-ს თანამშრომლები არ არიან და “ოცნებას” ისინი სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებებიდან ჰყავს მიყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეების დასარბევად და დიდი ალბათობით დაუსჯელობის გარანტიაც აქვთ მიღებული:
“გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ განსაკუთრებით ნიღბებს უკან, განსაკუთრებულ სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სპეციალური სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ს საპოლიციო ქვედანაყოფებს… როგორც ჩანს, მათ დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული და ისინი იმ დონემდე ძალადობენ და ძალადობასთან ერთად ფაქტობრივად მოროდიორობენ იმიტომ, რომ დაზარალებულ და ნაცემ ადამიანებს ართმევენ პირად ნივთებს, ტელეფონებს, ჩანთებს და ა.შ.” – განაცხადა გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე.