გურჯაანის სოფელ ველისციხეში, ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში 33 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ელექტროგადამცემ ტრანსფორმატორზე შესაკეთებლად ავიდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს გამოძიება.
იტვირთბა....