ახალი ამბები

26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები საერთო განცხადებას ავრცელებენ

“2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები
მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს: მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თქვენი თავისუფალი დრო გამოიყენეთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში.
ქართულ კომპანიებს, რომლებისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია: გთხოვთ დაუბრკოლებლად გაეცით ასეთი შვებულებები ამ გადამწყვეტ დღეებში და ამით, მხარი დაუჭირეთ თანამოქალაქეების მშვიდობიან ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისათვის.
ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და მასში აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – ნათქვამია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების განცხადებაში
იტვირთბა....