ახალი ამბები

“პროტესტს გამოვთქვამთ გაფიცვით“ – იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლის მოსწავლეები

ქალაქ თბილისის იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლის მოსწავლეები ორშაბათს დილით სკოლასთან შეიკრიბებიან და პროტესტს გაფიცვით გამოხატავენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “მართალია, განათლება მნიშვნელოვანია, თუმცა ახლა ქვეყანას ჩვენი ერთიანობა და ბრძოლა ესაჭიროება!“.

“ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მხარს ვუჭერთ თავისუფალ, ევროპულ საქართველოს“, – წერია განცხადებაში.

ქალაქ თბილისის იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლის მოსწავლეთათვის ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა მიუღებელია! გვერდში ვუდგებით რუსთაველზე მყოფ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ცდილობენ სამშობლოს კეთილდღეობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

როგორც სკოლის მოსწავლეები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის განათლება, თუმცა ახლა ქვეყანას ჩვენი ერთიანობა და ბრძოლა ესაჭიროება! ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მხარს ვუჭერთ თავისუფალ ევროპულ საქართველოს.

“გვინდა ჩვენი ეს პროტესტი ნათლად გამოვხატოთ სკოლის წინ და დავაფიქსიროთ ჩვენი საკუთარი აზრი. ხვალ 08:30-ზე ვიკრიბებით N52 საჯარო სკოლასთან! ასევე, პროტესტს გამოვთქვამთ გაფიცვით”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....