საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ეთერი დაუთმოს პრეზიდენტს.
“შესაბამისად, ჩვენ ველოდებით სალომე ზურაბიშვილს ინტერვიუსთვის საქართველოს პირველ არხზე.
ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ მას ეთერი,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ არის ამ ეტაპზე მზად ეთერისთვის, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დაპირებული შეხვედრა პრეზიდენტსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს შორის სამშაბათს ან ოთხშაბათს შედგება.