ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ეთერი დაუთმოს პრეზიდენტს.

“ჩვენ ველოდებით სალომე ზურაბიშვილს ინტერვიუსთვის საქართველოს პირველ არხზე.

ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ მას ეთერი” – წერია განცხადებაში.

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცეს.

იტვირთბა....