“ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს იმ ფორმით, როგორც არის და არ სჭირდება პოლიტიკური ჩარევა, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. განცხადება მან პროდასავლური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვდრის შემდეგ გააკეთა.
“…ეს არის კიდევ ერთი დასტური რომ ამ ქვეყნაში ნამდვილად შედგა აქაც შედგა ამ სასახლეში ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საითკენ მივდივართ და საითკენ არ მივდივართ და ეს თანხმობა არის პირველ რიგში იმის ირგვლივ, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი გამოცხადებული ყველასი მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებამ, თავის მთლიანობაში, არ გადაუხვია და რჩება ერთგული ამ მიზნის, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.