ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდი, ბათუმი, გორი და ქუთაისი – საქართველოს რამდენიმე ქალაქში პროევროპული აქცია მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ზუგდიდში უკვე მე-4 დღეა აპროტესტებენ. მოქალაქეები გუბერნიის შენობასთან არიან შეკრებილები, შემდეგ კი ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას გამართავენ.

არ დავიღალოთ! არ გავჩერდეთ! – დედაქალაქთან და სხვა რეგიონებთან ერთად მასშტაბური აქცია იმართება ბათუმშიც. მოქალაქეები ამ დროისთვის ევროპის მოედანზე არიან შეკრებილნი. აქციას უერთდებიან პოლიტიკოსები, ლექტორ-მასწავლებლები, სტუდენტები, აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

აქციაა გორშიც, სადაც აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ოფისთან მივიდნენ და პირობა დადეს, რომ ისე როგორც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს სურს, ქართველი ხალხი და გორის მოსახლეობა სეპარატისტებს ბოდიშს არ მოუხდის.

თბილისის, გორის, ზუგდიდის, ახმეტისა და ოზურგეთის პარალელურად არალეგიტიმური ხელისუფლების პრორუსული ნაბიჯების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც.

იტვირთბა....