ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რათა უზრუნველვყო სტაბილურობა გარდამავალ პერიოდში ახალ არჩევნებამდე – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და უჩვეულო ქვეყანაში არის ის, რომ ვხედავთ ადამიანები ტოვებენ საჯარო სამსახურებს სამინისტროებში, სხვადასხვა ინსტიტუტებში. ასევე ახალია საქართველოსთვის ის, რომ სპონტანური საპროტესტო აქციები იმართება ყველა ქალაქში, ჩვეულებრივ პროტესტის ნებისმიერი ფორმის ცენტრი თბილისი იყო ხოლმე. პოლიტიკური პარტიები არ შევიდნენ და არ შევლენ პარლამენტში. ასე რომ, ჩვენ ვართ ამ ღრმა კრიზისში და ყველაზე მეტად რაც გვჭირდება არის სტაბილურობა. მიმაჩნია, რომ მე ვთავაზობ ამ სტაბილურობას გარდამავალი პერიოდისთვის, რადგან რასაც ხალხი ქუჩაში ითხოვს და რის გამოც პროტესტს გამოხატავს, არის ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა ეს ქვეყანა აღდგეს ევროპულ გზაზე“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

