რუსთაველზე სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით დაიძრა – იყენებენ წყლის ჭავლსაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამ წუთებში რუსთაველის გამზირს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით წმენდენ. სპეცრაზმისგან ნასროლ მხუთავ აირს აქციის მონაწილეები საახალწლო შუშხუნებით პასუხობენ.