ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე X-ზე საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ამბობს,რომ საჭიროა ბიძინა ივანიშვილს სანციები სასწრაფოდ დაუწესდეს.
“ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელ საქართველოს ოფიციალური პირებს, მათ შორის კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილს, ღარიბაშვილსა და ივანიშვილს, პიროვნული სანქციები სწრაფად უნდა დაუწესოს. ეს დაყოვნების გარეშე უნდა მოხდეს, როგორც ევროპარლამენტის გუშინდელ რეზოლუციაში არის მოთხოვნილი.