ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია…” – თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა

“ქართული ოცნების’გადაწყვეტილებას ემიჯნება.

“საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია…”, – ამის შესახებ თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის განცხადებაშია საუბარი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ეხმაურება ქვეყანაში არსებულ ვითარებას. გვინდა მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, საქართველოს მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ უწყვეტი პროცესით და მუდმივი მუშაობით ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

რასაც ხაზგასმით და მკაფიოდ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლი: კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, – წერს თსუ-ს თვითმმართველობა.

იტვირთბა....