აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარები განცხადებას ავრცელებენ

“ოცნების” არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერების შესახებ, საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარები ეხმაურებიან:

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე:

„ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, როგორც ეს 28 ნოემბერს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილება იყო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში და რომ მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა 2023 წლის დეკემბერში. იმის ნაცვლად, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოეყენებინათ და გაწევრიანების პროცესი წინ წასულიყო, იყო უწყვეტი უკანდახევა საქართველოში.

ვიმეორებთ, რომ გასული საპარლამენტო არჩევნები არ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობას.

ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ პროევროპელი ქართველების უფლებების დარღვევით, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩებში, რათა გააპროტესტონ მთავრობის გეგმა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ. ჩვენ ვგმობთ მათ მიმართ ძალადობის გამოყენებას და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს შეწყვიტონ ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ და მათ სურვილს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და დავეხმარებით სამოქალაქო საზოგადოებას და პროდემოკრატიულ მოძრაობებს, რათა ქვეყანა დემოკრატიული და ევროპული გზისკენ დაბრუნდეს“. ნათქვამია განცხადებაში

იტვირთბა....