ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა:
“ამ საჯარო განცხადებით, მე ვაცხადებ რომ, ოფიციალურად წარვადგინე განცხადება ბულგარეთში საქართველოს ელჩობის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში (ორ დეკადაზე მეტი) მე ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვცდილობდი საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაყვანასა და ძლიერი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის შენებას ჩვენს მეგობრებთან, განსაკუთრებით კი ამერიკასთან. ჩვენი დაუღალავ ძალისხმევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეცალოს საფუძველი” | წერს ბერძენიშვილი.