კავკასიის უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე დროებით სასწავლო პროცესი შეეჩერებინა.
“გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია. სასწავლო პროცესის განახლების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დამატებით.” – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ წერილში.