პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული დედაქალაქებისგან ძლიერ რეაქციას ელოდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დილის 6:30 საათზე X-ზე დაწერა და სპეცრაზმის მიერ პროევროპული საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლას გამოეხმაურა.
“დილის 6:30 თბილისის ცენტრში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და რეპრესიები. სამიზნეები არიან ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ველოდები ძლიერ რეაქციას ევროპული დედაქალაქებისგან.”- აცხადებ სალომე ზურაბიშვილი.