საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს წინადადებით მიმართა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
პაპუაშვილის ინფორმაციით, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება.
მომავალი პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.
საქართველოში პირველად, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით – საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა.