ახალი ამბები

პარლამენტი პრეზიდენტის არჩევნების თარიღს დღეს დაასახელებს

ერთპარტიული პარლამენტი პრეზიდენტის არჩევნების თარიღს დღეს დაასახელებს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

“ქართული ოცნება” აპირებს, პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს.
არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყოს 5 წლით არჩეული პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....