აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ხომ არ იცით ვინმე გამოჩნდა, განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა?”- მამუკა მდინარაძე

ვინმე, ვინც გამოჩნდა, განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა? – შეიძლება კარგა ხანს არ გამოჩნდეს არავინ, დააკვირდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ „სიების ჩახსნაზე“ განცხადება უდროო დროს დაწერა და ახლა არის დრო, როცა მათ მანდატების დატოვებაზე განცხადების დაწერა შეუძლიათ.

„რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს – მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა, ან დაწერონ [განცხადებები]. ახლა არის ის დრო, როცა განცხადებების დაწერას შესაბამისი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ვინმე ხომ არ გამოჩენილა? ხომ არ იცით ვინმე, რომ გამოჩნდა და განცხადება დაწერა და მანდატი დატოვა? ასეთი არ გამოჩენილა. შეიძლება „კაი“ ხანი არ გამოჩნდეს არავინ, დააკვირდით,“ – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....