“ქართული ოცნება” პარლამენტის პირველ სხდომას მართავს. სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები არიან. პარლამენტში მივიდა “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სხდომის პარალელურად, ქუჩაში არჩევნების შედეგებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებენ. “მონებო!”, “რუსებო!” – ისმის დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
“ქართული ოცნების” დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.