აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით მათე დევიძე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით მათე დევიძე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მათე დევიძემ, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილზე გამართულ აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა მ.დ. დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,” – წერია განცხადებაში.

https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministrom-politsielebze-tavdaskhmis-braldebit-erti-piri-daakava/16466

იტვირთბა....