თსუ-ში სტუდენტური პროტესტი გრძელდება, სტუდენტებმა უკვე მეორე ღამე გაათენეს თსუ-ის პირველ კორპუსში. არჩევნების შედეგების გარდა, ახლა სტუდენტები რექტორის დუმილსაც აპროტესტებენ.
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოითხოვენ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ თანამდებობა დატოვოს. სტუდენტებს აქვთ ეჭვი, რომ სწორედ სამუშიამ აუნთო მწვანე შუქი სპეცრაზმელებისთვის უნივერსიტეტის თავშესაფრად გადაქცევას.
სტუდენტები აპირებენ, რომ ჯაბა სამუშიას გადადგომის მოთხოვნით ხელწერილი შეუგზავნონ.
ახალგაზრდები უარს აცხადებენ რექტორის მიერ გამოგზავნილი საკვებისა და პლედების მიღებაზე და თვლიან, რომ ჯაბა სამუშია მათ მოქრთამვას ვერ შეძლებს.
“შეგხვდეს მედიის წინაშე და არა დახურულ კარს მიღმა, რასაც თვითონ გვთავაზობს. მობრძანდეს და გაგვცეს პასუხი: სივრცეში, სადაც განათლების ადგილია, რატომ შემოიყვანეს სპეცრაზმი. ეს მისი პასუხისმგებელია”- განაცხადა სტუდენტმა.
წყარო: tv პირველი