რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გარდაცვლილი 24 წლის ლევან ლოხიშვილია.
ლევან ლოხიშვილი ცნობილი “ინფლუენსერის” თამაზ ლოხიშვილის (თამაზას) ძმაა. მომხდარი ტრაგედიის შესახებ მათი მეგობარი ასევე ინფლუენსერი და ცნობილი ფიტნეს-ინსტრუქტორი მაკა ხიზანიშვილი წერს:
“გუშინ რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა მინდა, მივუსამძიმრო თამაზას და მის ოჯახს ეს დიდი ტრაგედია ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული” – წერს ხიზანიშვილი.