ახალი ამბები

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. მას სასამართლოში პარტია სამართლიანობისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია წარადგენს.

ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, პრეზიდენტის სარჩელის შეტანა მაინც მნიშვნელოვანია.

“სასამართლოს დამოუკიდებლობა დიდი დარტყმის ქვეშ თავად სასამართლომ დააყენა თავისი უკანასკნელი ნაბიჯებით. ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს, რადგან აუცილებელია გამოყენებული იქნას ყველა სამართლებრივი გზა საზოგადოების უფლებების დასაცავად”, – აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, სარჩელი ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევის შესახებ არის – პირველი, საყოველთაობის დარღვევა და მეორე, ფარულობის დარღვევა.

“ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, რაც არღვევს კონსტიტუციურ უფლებას არჩევნების საყოველთაობის თაობაზე. ამასთან, დარღვეული იყო უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის ხმის ფარულობის დაცვა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის თაობაზე გუშინ, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ყველა ინსტანციაში სცადონ სამართლებივი დავა.

“ხვალ დილას შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს არის არა იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარაა დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ.

იტვირთბა....