საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში, რაჭის ტერიტორიაზეც იგრძნობოდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რუსეთში, საქართველოს საზღვრიდან 19 კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.