ახალი ამბები მთავარი

ტაქსის რეგისტრაცია 2017 წლიდან სავალდებულო გახდება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით,   2017 წლიდან ყველა ტაქსის რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ამასთან, მძღოლებს ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება, სანიტარული შემოწმება და საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ. ტაქსის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაზე თბილისის მერია და სამუშაო ჯგუფი მსჯელობს. დავით ნარმანია მოსალოდნელ ცვლილებებს მოსახლეობის მოთხოვნით ხსნის. მისი განმარტებით, დამატებითი რეგულაციები არამხოლოდ ავტომობილებს, არამედ მძღოლებსაც შეეხებათ.

 ტაქსის მძღოლების ნაწილისთვის კი ახალი ცვლილებები მიუღებელია.  ისინი უკვე მგზავრობის გადასახადის შესაძლო გაძვირებაზეც საუბრობენ.

მძღოლების ნაწილი ახალ რეგულაციებს მხარს უჭერს. ამ გადაწყვეტილებას ისინი ტაქსების სიმრავლით და ამის გამო ქალაქში შექმნილი ვითარებით ხსნიან.

 

იტვირთბა....