ახალი ამბები მთავარი

საპროტესტო აქციაა ხულოში

საპროტესტო აქცია ხულოში – ჰესისა და გვირაბის მშენებლობამ და მდინარე აჭარისწყალზე კალაპოტის შეცვლამ სოფელს პრობლემები შეუქმნა.

მათი ინფორმაციით, დაიბზარა საცხოვრებელი სახლები, გააქტიურდა ეროზიული პროცესები, დაიკარგა სავარგულები და საძოვრები. აქციის მონაწილეები მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და მდინარის თავდაპირველ კალაპოტში დაბრუნებას ითხოვენ.

მოსახლეობამ ხელისუფლებას ათდღიანი ვადა მისცა.

სოფელ პაქსაძეების მოსახლეობას დიოკნისის თემში გამგებლის წარმომადგენელი პასუხობს.

გურამ კახაძე აცხადებს, რომ პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ცნობილია და საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს.

ჰესის მშენებელ კომპანიაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

rustavi2

იტვირთბა....