კახა კალაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
“ვწუხვარ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო.
სამძიმარს ვუცხადებ გიორგის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს.” – ვკითხულობთ წერილში.