ახალი ამბები

“დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც ყველაფერი გახდება ცნობილი, საზოგადოების ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული” – ნიკა გვარამია

“დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც მინიმუმ ჩვენ 3 და შეიძლება სხვაც, გამოვა თავისი წინადადებებით, იქნება სხვადასხვა მიმართულებით განცხადებები, სამივე პოზიცია და ტექსტი არის შეთანხმებული, ჩვენ საბჭოებს და კომისიებს კი არ ვქმნით, ჩვენ ვმოქმედებთ როგორც ერთი ორგანიზმი, რომელმაც სამშობლო უნდა გადაარჩინოს. დღეს ყველაფერი გახდება ცნობილი, საზოგადოების მაღალი ინტერესი და სწრაფ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სწორი მოწოდებები იქნება დაკმაყოფილებული. საზოგადოების მოწოდებები სისწრაფეზე არის ჯანსაღი, მაგრამ მინდა რომ ყველამ გაიგოს და ჩვენ მდგომარეობაშიც შემოვიდეს, ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების ფუფუნება და დრო, სამშობლოს გადარჩენაზე ვსაუბრობთ” – თქვა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ

იტვირთბა....