“ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ანგარიშებს ყადაღა დაედო, ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
დღეის მდგომარეობით გამოძება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს თბილისში “ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლების – ეთო ბუზიაშვილის, სოფო გელავასა და მისი მეუღლის – გიორგი ნონიაშვილის სახლები გაჩხრიკეს. ფინანსურმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო. გელავა და ბუზიაშვილი რუსულ დეზინფორმაციას იკვლევენ.