“პრეზიდენტზე დაიწყო აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“პროკურატურას მივმართავ: ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული! თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც ემთხვევა მედვედევის გაცემემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა” – განაცხადა პრეზიდენტმა
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრემიერი და ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და დააპატიმრონ.
“საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა უარი თქვა ეღიარებინა არჩევნების შედეგები და წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, გადატრიალების მოწოდებით. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება”, – წერს მედვედევი 28 ოქტომბერს პლატფორმაზე X-ზე.