მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს არის კადრები, რომელსაც ახსნა არ სჭირდება – პირდაპირ იკითხება, როგორ ჩატარდა არჩევნები”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდნტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააპროტესტა და განაცხადა, რომ უამრავი ვიდეო ვრცელდება, რაც გაყალბებას ადასტურებ.

“აგერ არის ის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან, ეს არის ის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება აქ, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები”- განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე.  გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

იტვირთბა....