როგორ იყო დაკომპლექტებული სარჩევნო კომისიები “ნეიტრალური წევრებით” და ვინ ჩაატარა არჩევნები? – სქემას თავის გვარ-სახელებით “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ასაჯაროებს და ამბობს, რომ მაგალითად ქუთაისში, კომისია არ იყო დარჩენილი, სადაც ოცნების პარტაქტივი არ იყო გამწესებული.
მეზვრიშვილის თქმითვე, ქუთაისი მთლიანად სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სანათესაოს ჰქონდა “ჩაბარებული”:
“ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებლები, საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებული იყო ოცნების პარტაქტივითა და ნათესავებით.
ქუთაისის მაგალითზე – მთლიანად იყო სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და მისი სანათესაოს ხელში. ბიძაშვილები, მათი შვილები, ქმრები, ცოლები, გადანაწილებული იყვნენ სხვადასხვა უბნებზე ზოგი კომისიის წევრად, ზოგი თავმჯდომარედ, ზოგი მდივნად.
მაგალითად, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ცოლ-ქმარი, ნათელ- მირონები, მთლიანად 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო ერთი ნათესავი, მეორე ნათესავი – ქუთაისის ყოფილი ვიცე მერი ქუთაისის კულტურის ააიპიში დასაქმებული” – აღნიშნა მეზვრიშვილმა და დასახელებული პირების მმართველ პარტიასთან კავშირის დამადასტურებელი ფოტომასალა წარადგინა.
მისივე განცხადებით, მსგავსი ვითარება იყო რუსთავში – ვინმე ლაშა ჩოფლიანი – საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე – მთელი ოჯახური კლანი და სანათესაო – სიძე, შვილები, მეუღლე, ერთი 59-ე სპეციალურ უბანზე, საკრებულოს აპარატის თანამშრომლის მეუღლე, ჩოფლიანის სიძე – მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი… ანუ, სრულად ნათესაური კლანები იყვნენ გადანაწილებული უბნებზე. ეს ადამიანები იყვნენ რეგისტრატორები, რიგის მომწესრიგებლები, რომლებიც ადამიანებს მარკირებას უკეთებდნენ და ამ ადამიანების ხელში იყო ხმების დათვლა – ამბობს მეზვრიშვილი.