ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა ხდება ისნის საარჩევნო უბნებზე, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო – რას ამბობენ “მეტრონომთან”?

ისნის 99-ე საჯარო სკოლასთან, სადაც სამი საარაჩევნო უბანია განთავსებული, ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია.

“მეტრონომთან” ერთ-ერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა უბანზე უცხო ადამიანები გამოჩდნენ და მათ ადგილზე მყოფები გამოიწვიეს.

“ტანკივით ბიჭები იყვნენ, ეტყობა დაქირავებულები იყვნენ. ჟურნალისტებთან მოუხდათ დაპირისპირება. ისე იქცეოდნენ ის ბიჭები, რომ აქ მყოფები გამოიწვიეს”- აცხადებს ერთ- ერთი დამკვირვებელი.

საარჩევნო უბნებზე, სადაც ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა, ხმის მიცემის პროცედურა ამ დროისთვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს 99-ე საჯარო სკოლასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს-ის თანამშრომლებიც.

იტვირთბა....