არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა კარგია, რომ ხალხს კოალიციური მთავრობის მნიშვნელობა ესმის, რადგან სწორედ ეს ბალანსი, რაც კოალიციას მოაქვს, უმნიშვნელოვანესია”- გიორგი უშიკიშვილი

ვისთვისაც სამშობლო და ჩვენი სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია, ყველანი ჯერ 20 ოქტომბერს უნდა დავდგეთ ქუ
გიორგი უშიკიშვილმა კოალიციური მთავრობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საზოგადოების მიისი მნიშვნელობა იდეალურად ესმის.

“რა კარგია, რომ ხალხს კოალიციური მთავრობის მნიშვნელობა ესმის, რადგან სწორედ ეს ბალანსი, რაც კოალიციას მოაქვს, უმნიშვნელოვანესია. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ხომ უნდა დამთავრდეს საზოგადოების დაყოფა, ჩვენ გვჭირდება კოალიციური ხელისუფლება, ბალანსი და ის, რომ ქვეყანაში დავამთავროთ შურისძიება, შენ გამღერებ და იმას არა, შენ იმისიანი ხარ თუ ამისიანი, ეს მარაზმი უნდა დასრულდეს.

სწორედ ამიტომ, ყველანი მოვდივართ 20-ში, გამოვდივართ ქუჩაში,რათა დავანახოთ ყველას, რომ ჩვენი მომავალი ევროპაა და ეს ძალიან გვინდა და ვდგავართ ჩვენი სამშობლოს გვერდით და რაც ყველაზე მთავარია, 26 -ში, უკლებლივ ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე“- განაცხადა უშიკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით – “ჩვენ გვინდა ევროპაში!”

იტვირთბა....