საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახელით გამართულ სადილს დაესწრო. მან ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს სიტყვით მიმართა.
საქართველო ვაშინგტონში ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვეს.
საქართველოს დაჯილდოების გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებული გავლენა საქართველოს ინიციატივით მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ფაქტმა იქონია.
მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციით ქვეყანამ აღასრულა 2014 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კომუნიკეში გათალისწინებული შეთანხმება, შეამციროს საკუთარ ტერიტორიაზე მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი, რის შედეგადაც საქართველომ ბირთვული თვალსაზრისით თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა.
პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა რამსფელდის ფონდის პრეზიდენტს და აშშ-ს თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს. პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება.